ეს მიანიშნებს, რომ "ოცნების" რეჟიმის შიდა სამზარეულოში სერიოზული დაპირისპირებაა - ზაზა თავაძე ოხანაშვილის გადადგომაზე
ანრი ოხანაშვილის გადადგომა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და მის ადგილას მამუკა მდინარაძის დანიშვნა, გახარიას გუნდის წევრის, ზაზა თავაძისთვის მიანიშნებს ერთ ფაქტზე, რომ "ოცნების" რეჟიმის შიდა სამზარეულოში სერიოზული დაპირისპირებაა.
თავაძე ამბობს, რომ რეალურად ქვეყნის ეროვნული უსაფრთოხოება არავის აინტერესებს "ოცნებაში" და ერთი ადამიანი, ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ "ოცნების" რეჟიმის შიდა სამზარეულოში სერიოზული დაპირისპირებაა. ოხანაშვილს 5 თვე ეკავა აღნიშნული თანამდებობა, ამ დროს საზოგადოებისგან ისმის ლეგიტიმური კითხვა - ან მოსვლა არ იყო, ან წასვლა რა იყო. ეს არის ასევე მტკიცებულება იმის, როგორ უდგებიან საერთოდ სახელმწიფო უსაფრთხოებას, როგორ არის ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ არის ყველაფერი თავმოყრილი ერთი ადამიანის ხელში და როგორ წყვეტს ის ასე არესერიოზულად ასეთ საკითხებს, როგორიც ქვეყნის უსაფრთხოებაა", - განაცხადა ზაზა თავაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება