დეკანოიძე: მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ 5 კაციდან დანიშნავს ვინმეს - „ქოცები“ ლპებიან

23.08.25 19:18
დეკანოიძე: მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ 5 კაციდან დანიშნავს ვინმეს - „ქოცები“ ლპებიან

მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს. „ქოცები“ ლპებიან,- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის წარდგენას.

„კრიმინალური სამყარო ვერ დაალაგეს; ციხეში სერიოზული პრობლემები შექმნა ბაჩიაშვილმა; ფულის საკითხის ამოღება აუფეთქდათ; ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა ზოგადი ტენდენციებით. მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს. „ქოცები” ლპებიან“,- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები