8 ოპოზიციური პარტია ქვეყნის ეროვნული ხედვის საკითხზე შეხვედრას მართავს

23.08.25 20:04
8 ოპოზიციური პარტია ქვეყნის ეროვნული ხედვის საკითხზე შეხვედრას მართავს

როგორ უნდა გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა? - ეს არის საკითხი, რომლის შესახებაც უკვე ორ საათზე მეტია პოლიტიკური დისკუსია რვა ოპოზიციურ პარტიას აქვს გახსნილი.

შეხვედრაზე ქვეყნის თავდაცვის ხედვას წარადგენენ.

სხვადასხვა გემოვნების მქონე და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკოსები მოქალაქეებს უხსნიან, როგორი სტარტეგია სჭირდება ქვეყანას ოკუპანტი მეზობლის პირობებში. მცოცავი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის დაუძლეველი პრობლემაა, რომლის მოსაგავრებლადაც ოპოზიციის თქმით, "ოცნება" ვერაფერს აკეთებს, ამიტომ მათი განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების სადაავებიდან ივანიშვილის პარტიის მოშორებაა.

მთავარი საკითხი არის ის, რომ იმ უზარმაზარი ზიანის ფონზე, რაც უკვე მოგვაყენა ივანიშვილსი რეჟიმმა და სანამ ისინი ძალაუფლებაში იქნებიან და სანამ ის იქნება ხელისუფლებაში, ეს ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება, პოლიტიკურ ძალებს, სამოქალქო ჯგუფებს სჭირდებათ დიდი სამუშაოს შესრულება, რომ პირველი- ამ რეჟიმის დამარცხება მოხდეს და მეორე - იყოს მზაობა, რომ ამ უზარმაზარი ორმოდან ამოვიდეთ იმ საფრთეების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ რეალურად პოლიტიკური ძალები არიან მზად იმისთვის, რომ ქვეყანა ამოიყვანონ ამ ჭაობიდან. ამ ფაქტორის გარეშე იმ კრიტიკული ზღვრის მიღწევა საზოგადოებრივი პროტესტის, რომ რეჟიმი შეიცვალო, იქნება ძალიან რთული", - აცხადებს "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. 

კოალიცია "ცვილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, მიმდინარე შეხევრა ეს იმის დემონსტარცირებაც არის, რომ 8 ოპოზიციურ პარტიას ერთობლივად მუშაობა შეუძლია. 

 "ამ 8 პარტიის ერთობის ამოცანა ის არის, რომ ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად კოალიციურად შეგვიძლია მუშაობა. ასევე ჩვენი განაცხადია, რომ გარდა პროტესტის გაფართოებისა, ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებას, როგროც შინაარსი, ისევე პრაქტიკული სურათით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერტად, ერთ სტრატეგიაზე, ერთ გამოწვევაზე ვიმუშაოთ ისე, რომ ერთმანეთის არ დავჭამოთ", - აცხადებს კოალიცია "ცვილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები