ხაბეიშვილი: შეფს მამუკა მდინარაძეს ეძახიან, კობახიძეს არაფრად აგდებენ, ამიტომ მაგათ შორისაც ეჭვიანობაა
მამუკას უთხრა ბიძინამ, შენ ეს კრეფსები გექნება, მოუსმინე კობახიძეს და მოიტანე ყველაფერი ჩემთან. კობახიძეს უთხრეს - რა გინდა, მოგაშორე ეს კაცი - ამის შესახებ "პირველებთან" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცახდებს, რითაც ოხანაშვილის თანამდებოდან გადადგომას და სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის დანიშვნას ეხმაურება.
ხაბეიშვილის თქმით, კობახიძესა და მდინარაძეს შორის უკვე "ეჭვიანობაა", რადგან ოპოზიციონერი ამბობს, რომ მდინარაძეს ყველა "შეფს" ეძახის, კობახიძეს კი არაფრად თვლიან.
რაც შეეხება ოხანაშვილის წასვლას, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ის როგორც "პირველადი მოხმარების ნივთი, ისე გამოიყენა და შემდეგ მოისროლა ბიძინა ივანიშვილმა".
სუს-ის უფროსად რომ დანიშნეს 2 თვის წინ კაცი, ახლა ვნახეთ, რომ ბრიფინგზეც არ დააყენეს, დაამცირეს და გააგდეს, იმიტომ, რომ მამუკა მდინარაძეს ხომ ჩაბარდა ეს ყველაფერი და შეფს ეძახიან მამუკა მდინარაძეს, კობახიძეს არაფრად არ აგდებენ, ამიტომ მაგათ შორისაც ეჭვიანობაა და ახლა კონკრეტული ერთი სამსახური ჩააბარეს მამუკას. ამასობაში, მამუკას უთხრა ბიძინამ, რომ იცი რა, შენ ეს კრეფსები გექნება, შენ მოუსმინე კობახიძეს და შენ მოიტანე ეს ყველაფერი ჩემთან. კობახიძეს უთხრეს - რა გინდა მოგაშორე ეს კაცი. ბიძინა ეგეთი მაგარი თაღლითი კაცი ხარ. ბიძინას ყველაზე კარგად ის გამოსდის, რომ ემზადება, რომ მშვიდობიანად ხალხი დაამხობს, ტითონ მზად არის ამისთვის, რომ გაერიდოს აქაურობას და ამ პატარა ბიჭებს ჯერ არაფერს არ ეუბნება. დანიშნეს კაცი სუს-ის უფროსად, რომელსაც დასცინოდნენ სამსახურში. მარა ამან შეიფერა, შარვალ-კოსტუმი ჩაიცვა, უფროსი ვარო, მაგრამ ორ თვეში, როგორც ნახმარი ნივთი ისე მოიშორა და გადააგდო. ასე იცის ბიძინამ, ერთჯერადი მხომარების საგანია ახლა ჯეკაც, პროკურორიც, მდინარაძეც და ა.შ. მრავალჯერადი გამოყენების საგნები მოიშორა, ვგულისხმობ, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს და ეს პაჭა-პუჭა, ერთჯერადი მხომარებსი ხალხი მისთვის არაფერი არაა", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.