ოხანაშვილი მისი ნებით არ წასულა, ეს გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა - ბესელია

23.08.25 21:09
ოხანაშვილი მისი ნებით არ წასულა, ეს გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა - ბესელია

ანრი ოხანაშვილი მისი ნებით არ წასულა, ეს გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა - ამსი შესახებ "ტვ პრიველის" პიდაპირ ეთერში ეკა ბესელიამ განაცხადა.

პოლიიკოსი ამბობს, რომ ოხანაშვილის სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებსი აგდაწყვეტილება შიდა კონფლიქტის შედეგად არის მიღებული. 

ეს გადაწყვეტილება თავისთავად მეტყველებს, თვითონ ფორმაც მეტყველებს, რომ ეს არ იყო მშვიდ გარემოში მიღებული გადაწყვეტილება. ის რომ თვით ოხანაშვილი არ იდგა კობახიძის გვერდით და ეს არ იყო სტანდარტული ფორმით დამშვიდობები და მადლობები, როგორც გვინახავს, ეს ნიშნავს, რომ შიდა კონფლიქტის შედეგად არის მიღებული მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ის მისი ნებით არ წასულა. ეს გადაწყვეტილება მიღებული ივანიშვილსი მხრიდან.  მე ადრეც ვამბობდი, როდესაც ის დაინიშნა თანამდებობაზე, რომ ეს იქნებოდა ხანმოკლე გადაწყვეტილება. ეს უწყება არ მიიღებდა ოხანაშვილს. ამ სისტემას აქვს თავისი სპეციფიკა მიმრებლობასთან დაკავშირებით და არ მიიღებდა. მთლიანობაში ეს მონაცვლეობა ოხანაშვილი, მდინარაძე, რომელცი ამინც არის ერთი ჯგუიფი კობახიძის ირგვლივ, ეს აჩვენებს თავად ამ ჯგუფის შიგნით არამყარ ვითარებს, ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ქვეყანში არსებულ არასტაბილურ ვითარებაზე მეტყველებს",- აცხადებს ეკა ბესელია.  

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები