"ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდელობის დღეს ულოცავს

24.08.25 10:34
"ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდელობის დღეს ულოცავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ოფიციალური მილოცვა გაავრცელა.

მისი თქმით, ქართველები და უკრაინელები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფასს. ზურაბიშვილის თქმით, უკრაინა აუცილებლად მიაღწევს მშვიდობას და საერთო ევროპულ მომავალს საქართველოსთან ერთად.

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო,

თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შემდეგ, ეს უკვე მესამედ, გულწრფელად გიგზავნით ქართველი ხალხის მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ჩვენ, ქართველები და თქვენ, უკრაინელები, კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობის ფასს, სუვერენიტეტის ფასს. ბოლო წლებში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ რას ნიშნავს დაიცვა საკუთარი ტერიტორია, დაიცვა შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

თქვენ მოახერხეთ გაგეერთიანებინათ მთელი ევროპა თქვენს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას ომის გზით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას მშვიდობის გზითაც.

თქვენ გექნებათ მშვიდობა, თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში, ამაშიც დარწმუნებული ვარ და მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები