გრიგოლ გეგელია: „ოცნება“ მძიმე ინსტიტუციურ და საკადრო კრიზისშია
"ოცნება" არასტაბილურ მდგომარეობაშია, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია სუსის ხელმძღვანელის ცვლილებას. ოპოზიციონერის თქმით, სუს-ის დირექტორის ოთხ თვეში შეცვლა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მძიმე ინსტიტუციურ და საკადრო კრიზისშია.
აქ ჩანს ძალიან მკაფიოდ ის, რომ "ოცნება" არის არასტაბილურ მდგომარეობაში. რისი, რისი და როდესაც სუსის დირექტორი იცვლება 4 თვეში, პოიზიცია, რომეიც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური უნდა იყოს ნებისმიერ გამართულ სახელმწიფოში. ფაქტია, რომ ოხანაშვილი ან არ იყო გათვლილი, როგორც გრძელვადიანი დირექტორი სუსისა, და იყო მხოლოდ ერთი ოპერაციისთვის დანიშნული. არ არის გამორიცხული ეს ყოფილიყო თუნდაც ის, რასაც ბევრი ფიქრობს - ბაჩიაშვილის თემა. მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ინსტიტუტები არ გვაქვს. ფაქტია, რომ აპრილში დანიშნული სუსის დირექტორი შეიძლება, ძალიან ჩვეულებრივად, უცერემონიოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტაბების გარეშე თავისუფლდებოდეს აგვისტოს მიწურულს და ეს ეგონოთ ნორმალური. ეს არ არის ნორმალური და აჩვენებს ძალიან მძიმე ინსტიტუციურ კრიზისს და საკადრო კრიზისს, - ამბობს გეგელია.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.