ლევან ხაბეიშვილი: ანრი ოხანაშვილი დამცირებულია, მდინარაძე - "ასინეთად" გაამწესეს

24.08.25 11:26
ლევან ხაბეიშვილი: ანრი ოხანაშვილი დამცირებულია, მდინარაძე - "ასინეთად" გაამწესეს

 

 

სუსის ხელმძღვანელის შეცვლას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ანრი ოხანაშვილის დამცირებად აფასებს. მისი თქმით, ოხანაშვილი, პრაქტიკულად, "სათადარიგო სკამზე დასვეს".  

ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არც მამუკა მდინარაძეა, რადგან, პრაქტიკულად, ისიც ჩამოაქვეითეს. 

"ასინეთად გაამწესეს" - ამბობს ოპოზიციონერი მდინარაძეზე, რომელმაც სუსის უფროსის პოზიციაზე ოხანაშვილი ჩაანაცვლა. 

ანრი დაამცირეს და ახლა რაღაცა სამსახური მოიგონეს და მეველედ გაუშვეს სამუშაოდ. აი, გუნდში რომ ათ ნომრად დაგაწინაურებენ და თავდამსხმელი ხარო-გეტყვიან და მერე სათადარიგო სკამზეც კი არ დაგსვამენ, ტრიბუნაზე რომ აგიშვებენ და გეტყვიან, "რა გინდა, ვიპ ლოჟაში დაგსვიო". დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ანრი.

მამუკაც დამცირებულია. ნახეთ, ჩააბარე შსს-ს უფროსი დანიშნა, სუსის უფროსი მან დანიშნა, პროკურორი მან დანიშნა და ახლა ლოკალურად ერთ ადგილას გადაიყვანეს და უთხრეს, რომ "ახლა ვიღაცეების მეუღლეებს მოუსმენ, მამაოებს მოუსმენ, იქ იქნები, რაღაც სიგიჟეებს ნახავ, ყური მიადე ყველას. განამწესეს ჩვეულებრივ ასინეთად. სახელმწიფო გადატრიალებაზე აღვძრათ ახლა საქმე და დავიჭიროთ ოპონენტებიო. კი, ამას გააკეთებს ბედნიერი იმის მოლოდინით, რომ ერთ დღეს იქნებ პრემიერობას ეღირსოს. ახლა მაგას რომ შეფს ეძახდნენ, იმიტომ ეძახდნენ, რომ ცოტა ხანში პრემიერი ბიჭია. მართლა ასე უყურებდნენ და კობახიძეს არაფრად აგდებდნენ, - ამბობს ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.  

მსგავსი სიახლეები