"დავიწყეთ რეალური კამპანია ხალხის საჭიროებებისთვის" -ირაკლი კუპრაძე ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა
"ლელოს" და გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ირაკლი კუპრაძე დღეს ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და იმ გეგმებზე ესაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. კუპრაძემ თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობას სთხოვა, გამოცხადდნენ 4 ოქტომბრის არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ოპოზიციის კანდიდატს.
შეხვედრა მოქმედი მერის და მმართველი გუნდის პოლიტიკის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. კუპრაძე მიიჩნევს, რომ მისი კონკურენტი კახა კალაძე ვერ ახერხებს მოსახლეობის საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილებას. ძირითად პრობლემად სოციალური საკითხები, ასევე გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი სახელდება.
დავიწყეთ რეალური კამპანია ხალხის საჭიროებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი არის ერთადერთი: საქართველოს მოსახლეობაზე და კერძოდ ახლა, თბილისის მოსახლეობაზე ზრუნვა. ვაზისუბნის დასახლებაში შემოვიარეთ თითქმის ყველა სკვერი, ბაღი. მოქალაქეები არიან საბრძოლო განწყობით და ამ საბრძოლო განწყობას ჩვენ მივცემთ შესაბამის მიმართულებას - ეს არის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლის შედეგი იქნება აუცილებლად გამარჯვება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.