რა მიზეზით შეცვალეს სუსის უფროსი - რას ამბობენ "ოცნებაში"

24.08.25 13:32
რა მიზეზით შეცვალეს სუსის უფროსი - რას ამბობენ "ოცნებაში"

რა მიზეზით შეცვალეს სუსის უფორის? - კითხვას "ქართულ ოცნებაში" გადაჭრით ვერ პასუხობენ. ივანიშვილის გუნდის წევრები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ანრი ოხანაშვილიც და მამუკა მდინარაძეც ღირსეული კადრები არიან. 

ანრი მაგარი ბიჭია, კიდევ ერთხელ მადლობა მას. მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, შიგნით დაალაგა ყველაფერი, ცოტა ქაოსი იყო. ეს შიდა სამსახურეობრივია და საჯარო არ არის. არც თქვენ უნდა გქონდეთ ამაზე ინფორმაცია და არც სხვას.

მდინარაძე საკმადო კვალიფიციური, გამოცდილი კადრია. ასე რომ, ორივე ღირსეული გუნდის ღირსეული წარმომადგენლები არიან, - ამბობს ირაკლი ზარქუა.  

მდინარაძეს აქებს თენგიზ შარმანაშვილიც.  

მდინარაძე დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია,- ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

"ოცნების" წევრი გიორგი კახიანი კი ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ამ ეტაპზე ასეთი საჭიროება იყო". 

რა თქმა უნდა, ძალიან კარგი კადრია, ისევე როგორც ბატონი ანრი იყო, თუმცა ასეთი საჭიროებები დგება ხოლმე პოლიტიკურ დღის წესრიგში და მოხდა ასე. ასე იყო ამ ეტაპზე საჭირო, - ამბობს გიორგი კახიანი.  

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.