ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაცია 14 ოქტომბერს აქციაზე წასვლის მსურველებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია 14 ოქტომბერს აქციაზე წასვლის მსურველებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს. ამის შესაახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე წასვლის მსურველი ასობით ადამიანი მათ ყოველდღიურად უკავშირდება, მათ შორის, არიან ისეთებიც, რომელთაც თბილისში აქციაზე საკუთარუ ტრანსპორტით გამგზავრების სურვილიც გამოთქვეს. წითლიძის თქმით, ზუგდიდიდან კოლონა დილის 9 საათზე გაემგზავრება. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ აქცია არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერია, არამედ განსაზღვრავს, როგორ სახელმწიფოში სურთ ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებს