ხაბეიშვილი: ივანიშვილი ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეს ფორმალურად აღძრავს
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმე აღძრას. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ პროცედურა ფორმალური იქნება. მისი თქმით, ივანიშვილი, უბრალოდ, ცდილობს, დაზარალებულ მხარეს დაანახოს, რომ საქმის გარშემო ყველაფერს აკეთებს. ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილი ახლა მზადაა, ამისთვის ლილუაშვილი და გომელაურიც გასწიროს, რადგან საქმეში ორივე პოლიტიკური ფიგურა იყო ჩარეული.
ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ცხადია, საქმის კურსში იქნებოდა ისიც, მაშნდელი მინისტრებიც, მაღალი თანამდებობის პირებიც, უბრალოდ, ახლა ხომ არ იტყვის ბიძინა, რომ "ჩემი ბრალია". ეს არის, პირობითად, მინისტრების ბრალი. ამასობაში, ფარცხალაძის დაკვეთასთან დაკავშირებით, ამაზე ყველას აქვს ეჭვი და ყველა საუბრობს, რომ ადამიანები, რომლებიც დააკავეს, სწორედ მისი დავალების შესაბამისად მოხდა მკვლელობა და სამწუხაროდ, ამ დრომდე ჯერ საქმე არ აღუძრავთ, იმიტომ, რომ ელოდება ივანიშვილი, მის პატრონებთან გაარკვიოს ახლა რუსეთში ამბაი, რომ "იცით, რა? მოდი, ახლა საქმეს აღვძრავთ ჩვენ, მაინც არ გადმოგვცემთ, იმიტომ, რომ ის ფარცხალაძე აღარაა, რომანოვია, თქვენი მოქალაქეა და იძულეული ვარ, რომ საქმე აღვძრა", იმიტომ, რომ იქით, საპირწონედ უნდა, რომ ჯანგველაძესთან პირი მოიწმინდოს, "რომ, მე, ძმაო, არაფერ შუაში ვარ და მკვლელებს დავსჯი" და რეალობაში, აბსოლუტურად მისი თანაგუნდელები, ყოფილი პროკურორი, ადამიანები, რომლებიც დააკავა, სულყველა აბსოლუტურად "ქართულ ოცნებასთან" არათუ გარიგებული, არამედ მათი ოფიციალური აქტივისტები საარჩევნო უბნებთან რომ იდგნენ ბიძინას გამო. შესაბამისად, ახლა თვალთმაქცურად ეცდებიან, რომ საქმე აღძრან ფარცხალაძეზე. ცხადია, არ დაიჭერს ბიძინა მას, მეტიც, არც ძებნას დაუწყებს და ა.შ. და მეორე, ამ ადამიანებთანაც ეცდება, ვისაც აკავებს, რომ რაღაცნაირად, ისინიც, საბოლოო ჯამში, თავისუფლებაზე იყვნენ. ანუ მას ერთი რამ სჭირდება - პირი მოიბანოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში. მეორე მხარეს ერთი დიდი ატომური ბომბი აქვს ივანიშვილს, ეს არის რუსეთის კარზე კალაშოვი. არ ვიცი ამ მიმართულებით რა ეშველება. მემგონი, რომ უნდა დაფიქრდეს. ბიძინას ყველგან არეული აქვს, - ამბობს ხაბეიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.