"უკრაინა აუცილებლად მიაღწევს გრძელვადიან და ღირსეულ მშვიდობას" - ბოკუჩავა
"თავისუფალი სამყაროსთვის უკრაინა გახდა ბრძოლის სიმბოლო და ასევე გახდება გამარჯვების სიმბოლოც, - ეს განცხადება თინა ბოკუჩავამ კიევში გააკეთა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის კიევში მიხეილ სააკაშვილის და ქართველი ხალხის სახელით ჩავიდა. პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ უკრაინა გრძელვადიან და ღირსეულ მშვიდობას მალე მოიპოვებს.
ჩვენ აქ ვართ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით, რათა გამოვხატოთ ქართველთა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და მათი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ. უკრაინა აუცილებლად მიაღწევს გრძელვადიან და ღირსეულ მშვიდობას, ხოლო საქართველოც საბოლოოდ გასწევს სამშვიდობოსკენ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! ღმერთი ჰფარავდეს ჩვენს ორივე ქვეყანას, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.