ხუხაშვილი: ქვეყნის მთავარი მოლაყბის, მდინარაძის "გასუსვა" წარმოუდგენელია
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ სუსის უფროსის თანამდებობიდან ოხანაშვილის მოხსნის გადაწყვეტილებას მხოლოდ ირაკლი კობახიძე ვერ მიიღებდა და საკითხი უფრო ზევით, ივანიშვილთან გადაწყდა. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი არც კობახიძის მუშაობით არის კმაყოფილი და მას კონკრეტული ზომების მიღებას სთხოვს.
ხუხაშვილის შეფასებით, ოხანაშვილი სუს-ის უფროსი ფორმალურად იყო, ხოლო მისი შემცვლელი მამუკა მდინარაძე კიდევ უარესი შემთხვევაა, რადგან „ქვეყნის მთავარი მოლაყბის გასუსვა წარმოუდგენელია და სისტემა ხმამაღალ, ავანტიურისტულ განცხადებებს ვერ იტანს“.
ეს არის ერთგვარი თამაში. ამ "ბავშვებს" სახლობანას ათამაშებს. მას სუსი არც არასდროს გადაუბარებია რეალურად. ის პირდაპირ აკონრტოლებს სუსს და ყველა სუსის უფროსი არის ჰაერში. მეტსაც გეტყვით, სუსი უსმენს სუსის უფროსს, მე ამაში დარწმუებული ვარ და ბიძინასთან მიდის ე.წ. ზეტი ყოველ საღამოს ოხანაშილის იქნება ეს თუ... ლილუაშვილს კიდევ უფრო ცოტა მეტად ენდობოდა და ამ ლაწირაკებს რაში უნდა ენდოს? ის, უბრალოდ, კობახიძეს ეუბნება, რომ "გადმოგაბარე ხელისუფლება და სისულელეებს აკეთებ, რაღაც ზომები მიიღე, თორემ ხომ ხედავ, მარტო ბაჩიაშვილის ქეისში 41 შეცდომა იქნა დაშვებული ერთ თვეში". სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები კი არ უნდა ინიშნებოდნენ იქ, უნდა ინიშნებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები, შესაბამისი პროფესიონალები, მაგრამ ასეთი მანკიერი სისტემაა საქართველოში ცამოყალიბებული და რაც მთავარია, ყოველი შემდეგი დანიშვნა არის წარმოუდგენელი დეგრადაციის მაგალითი. ბუნებრივია, ის ფორმალურად იყო სუსის უფროსი. მდინარაძე კიდევ უარესი შემთხვევაა, იმიტომ, რომ ქვეყანაში მთავარი მოლაყბის გასუსვა წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ თავისთავად არ გულისხმობს ეს სისტემა ხმამაღალ ავანტიურისტულ განცხადებებს, რასაც ყოველდღე აფრქვევდა მდინარაძე, - ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.