სუსს აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი - კუპრაძე

24.08.25 17:36
სუსს აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი - კუპრაძე

"ქართული ოცნება" შიგნიდან იშლება, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე სუსის უფროსის ცვლილებას. ოპოზიციონერის თქმით, ივანიშილმა ოხანაშვილს ბინძური საქმეები გააკეთებინა, შემდეგ კი "მოისროლა".  

ირაკლი კუპრაძე პირდაპირ ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს სუსის უფროსი, ამ უწყებას მაინც ივანიშვილი აკონტროლებს. 

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ "ქართული ოცნება" შიგნიდან იშლება. "ქართული ოცნების" გუნდში ბიძინა ივანიშვილი აღარ ენდობა უამრავ ადამიანს, მათ ჩინივნიკებს, რომელთაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს და ახლა მათი ჩარეცხვა მიმდინარეობს. სუსის ხელმძღვანელი გადაიყვანეს მრჩევლის პოზიციაზე, უხელფასოდ, ყველანაირი პატივისცემის, კეთილსინდისიერების გარეშე მოიქნიეს ანრი ოხანაშვილი, რომელსაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს. ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე, სუსს აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და ის ებრძვის სუსის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.  

მსგავსი სიახლეები