სუსის შეფი შეცვალეს - რა ხდება "ოცნების" პოლიტიკურ კულისებში
ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ რომ ანრი ოხანაშვილმა, ოთხ თვეში, სუსში არეულობაა დაალაგა და რეფორმა - რეფორმაზე გაატარა. მიუხედავად ამისა, მისი გადაყენების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სკანდალური საკადრო ცვლილებიდან ამ დრომდე ანდრი ოხანაშვილი გაუჩინარებულია. ის არც მაშინ გამოჩენილა საჯაროდ, როცა კობახიძემ ხალხს მისი მოხსნის შესახებ შეატყობინა. ლილუაშვილის კაბინეტიდან მოულოდნელად გამოსული ოხანაშვილი საზოგადოებას ერთი განცხადებით დაემშვიდობა - შაბლონური ტექტებით და შაბლონად ქცეუული მადლობით ბიძინა ივანიშვილს.
"ქართულ ოცნებაში", ფაქტობრივად, ამტკიცებენ, რომ კობახიძის მრჩევლობა უფრო დიდი საქმეა, ვიდრე სუსში ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა. ეს მეორედ ხდება, როდესაც ოხანაშვილმა მუშაობიდან ოთხ თვეში თანამდებობა დატოვა – მანამდე ის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგა.
"ოცნებაში" მიზეზები იციაან, თუმცა საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახლა "ასე იყო საჭირო".
სუსში შეფის სავარძელი ახლა მამუკა მდინარაძისთვის მზადდება. ქვეყნის საიდუმლო სამსახურს ამჯერადაც მოქმედდ პარტიულ პოლიტიკოსს აბარებენ. თუმცა, ოხანაშვილისგან განსხვავებით, მდინარაძე პარტის პროპაგანდის მთავარ გამავრცელებელად მოიაზრება და საჯაროდაც არაერთი განცხადება იძებნება, რომლითაც მდინარაძე სტრატეგიულ პარტნიორებს თავს დასხმია.
ის, ვინც ივანიშვილის კარგად იცნობს, ამბობს, რომ ეს სახლობანას თამაშს გავსს. ივანიშვილი თავად წყვეტს ვინ რჩება და ვინ მიდის თამამდებობენიდან, თუმცა რთულია ლოგიკის გამოცნობა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.