მთავრობა 23 მუნიციპალიტეტში სტადიონებს ააშენებს - ოპოზიცია კორუფციის რისკებზე საუბრობს

24.08.25 20:30
მთავრობა 23 მუნიციპალიტეტში სტადიონებს ააშენებს - ოპოზიცია კორუფციის რისკებზე საუბრობს

ქართველ ხალხს ახალი სტადიონების აშენება დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. მთავრობის პროგრამის, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, 23 მუნიციპალიტეტში ახალი სტადიონების აშენება იგეგმება. მთავრობის დადგენილებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. კორუფციის მკვლევარები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელსაც ეს შესყიდვა აჩენს.

ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხა ახალი სტადიონების ასაშენებლად უკვე გამოყოფილია. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მილიონობით ლარის გაფლანგვა ახალი სტადიონების ასაშენებლად არამიზნობრივი ხარჯია, რადგან ქვეყანას სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საჭირობეები უდგას -  რეგიონებში სადაც სოფლებს წყალი და გზა არ აქვთ სტადიონი მეორეხარისხოვანია. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ რომ არა კორუფციული ინტერესები და მეგობარი მშენებელი ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს დაკვეთების მიცემა, 100 მლნ ლარის გამოყენება უფრო უკეთესად იქნებოდა შესაძლებელი. 

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები