შეუკვეთა თუ არა ჯანგველაძის მკვლელობა ყოფილმა გენპროკურორმა? - ჩვენება, რომელმაც შესაძლოა, საქმე ამოატრიალოს
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ახლა პროკურატურას მაგიდაზე უდევს მტკიცებულება, სადაც ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს. ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის თქმით, საქმეშია გამოკითხვის ოქმი - მოწმის ჩვენება, რომელიც გამოძიებას უყვება, რომ ჯანგველაძეს და ფარცხალაძე-რომანოვს ბოლო პერიოდში სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ.
ბიძინა ივანიშვილის ორ სანდო პირს შორის რა საკითხზე იყო უთანხმოება, ეს სავარაუდოდ, მოწმის ჩვენებაში წერია. საიდუმლოდ რჩება ვინ არის მოწმე, რომლის ჩვენებამაც შესაძლოა, ჯანგველაძის საქმე ამოატრიალოს და პროკურატურას აიძულოს, სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადოს ოლიგარქის უახლოესი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ.
ამერიკის მიერ რუსული ეფესბეს აგენტად გამოცხადებული, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის სახელმა და გვარმა ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში პირველად არ გაიჟღერა. გივი თარგამაძე, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მუშაობის ტაქტიკას კარგად იცნობს, რუსთავიდან სკანდალურ წერილს აგზავნის. პოლიტპატიმრის მტკიცებით, ლევან ჯანგველაძე წლების განმავლობაში ულაგებდა კრემლში კონკრეტულ ჯგუფთან ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილს. იგივე ექსკლუზიური ფუნქცია ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესაც. ეს ეფესბეს არ მოეწონა და ვითარების გამოსწორება ფარცხალაძეს დაავალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის არსებობას აზრი დაეკარგებოდა. ფარცხალაძემ კი საკუთარი ფრთის ქვეშ არსებული ძმები მიქაძეების ჯგუფი გამოიყენა.
თარგამაძის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძმები მიქაძეები სუსის ყოფილი შეფის გრიგოლ ლილუაშვილის ფრთის ქვეშ იყვნენ, ამიტომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ლილუაშვილი-გომელაურის მონაწილეობაც აუცილებელი იყო.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ითხოვს ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრას, თუმცა ფორმალურად იმისთვის, რომ დაზარალებული ჯანგველაძის ოჯახს გამოძიების იმიტაცია შეუქმნას.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.