მახაშვილის მტკიცებით, უვიზოს შეჩერების საფრთხე არ არსებობს, თუმცა პასუხისმგებლობას საკითხზე მაინც ოპოზიციას აკისრებს
„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურად არ არსებობს. ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ რისკი მხოლოდ მაშინ გაჩნდება, თუ „რადიკალური ოპოზიცია“ პარტნიორების შეცდომაში შეყვანას შეძლებს.
ამასთან, ევროკავშირის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, "ცონების" წევრი ისევ უარყოფს პრობლემის სერიოზულობას და ბრიუსელის კრიტიკას პოლიტიკურ მანიპულაციად წარმოაჩენს.
საფრთხე არ არის რეალური. ის იმდენად გახდება რეალური, რამდენადაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და ეს ფრთა შეეცდება, რომ მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში ჩვენი პარტნიორები. არის რამდენიმე სახელმწიფო, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ვიზალიბერალიზაცია იყოს ბოროტად გამოყენებული თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და დღის წესრიგისთვის. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო შეეცდება, რომ მანიპულაციის და შანტაჟის მიზნებით გამოიყენოს ეს საკითხი.
ბატონი პრემიერ-მინისტრის განცხადება გუშინ შეეხებოდა სწორედ იმ მცდელობებს, რომ კონსტიტუციური ჩანაწერები ბოროტად ყოფილიყო გამოყენებული პოლიტიკური თამაშებისთვის. ყველამ თავი უნდა დაანებოს კონსტიტუციით მანიპულირებას, საკუთარი მიზნებისთვის კონსტიტუციის ცვლილებას, - ამბობს ლევან მახაშვილი.
ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი. ქართულ ოცნებას" ანგარიშის წარსადგენად უკვე ერთი კვირა რჩება.
ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.