"გახარია საქართველოსთვის": "ოცნების" რეჟიმი დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს ჩვენს კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს

25.08.25 16:22
"გახარია საქართველოსთვის": "ოცნების" რეჟიმი დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს ჩვენს კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის აღცევნების კამპანია არასამართლიან და  "ქართულ ოცნებაზე" მორგებულ არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. 

პარტიის წევრის, ზაზა თავაძის განცხადებით, "ოცნების" რეჟიმი ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით კვლავ აპირებ გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება". 

მისივე თქმით, "ოცნების" რეჟიმი ცდილობს, უკვე შეთანხმებულ ოპოზიციის კანდიდატებს უარი ათქმევინოს კანდიდატობაზე". 

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარეობს უკიდურესად არასამართლიან, "ოცნებაზე" მორგებულ არაკონკურენტულ გარემოში, რაც უხეშად არღვევს და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი არჩევანის უფლებას. 

"ოცნების" რეჟიმი ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით კვლავ აპირებ გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება. 

ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, რეალურ კონკურენციასა და სამართლიან პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუშალოს, ხალხისთვის მოპარული ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გაახანგრძლივოს მათი ხელისუფლება. კერძოდ ისინი:

  1. საარჩევნო ადმინისტრაციას აკონტროლებენ მთლიანად;
  2. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია. საჯარო სამსახური გაწმენდილია მათთვის მიუღებელი საჯარო მოხელეებით. განსხვავებული არის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს;
  3. დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია, მათ შორის, რუსული კანონის უფრო მძიმე ვერსიის მიღებით. 
  4. საერთაშორისო მონიტორინგი პრაქტიკულ;ად გაუქმებულია. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აღარ არის წარმოდგენილი და მოწვეული ამ არჩევნებზე. 
  5. ამომრჩეველზე ხორციელდება სისტემური ზეწოლა. მიმდინარეობს რეპრესიები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ ჩაერთონ საარცევნო აგიტაციაში და ასევე გაყალბებაში. 

დიდ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, მაგალითად, როგორიცაა ჩოხატაური, ბაღდათი, ნინოწმინდა, ქობულეთი, ფოთი, ლანჩხუთი და კახეთი, ფიქსირდება სხვადასხვა სახის ზეწოლები ჩვენი პოლიტიკური ძალის, "გახარია საქართველოსთვის" მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. კერძოდ, სამსახურის დაკარგვით, ბიზნეს საქმიანობის ხელშეშლით და სხვადასხვა მუქარით, რეჟიმი ცდილობს, უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს უარი ათქმევინოს კანდიდატობაზე. 

"ოცნების" რეჟიმი ცდილობს დარღვევების მხილების სივრცე სრულიად დახუროს ქმნის რა ილუზიას თითქოს პრობლემები არ არსებობს. ხელისუფლების საბოლოო მიზანია არცევნებმა აზრი დაკარგოს. ამ ფონზე, არჩევნების, როგორც დემოკრატიული ცვლილების მექანიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა არჩევნებში მონაწილეობა და გამოცხადებაა, რამაც არჩევნების გაყალბების მასშტაბები უნდა გადაწონოს. 

სამწუხაროდ ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ამის წინააღმდეგ ხელისუფლება და მათ შორის, ოპოზიციის ნაწილი ერთად აწარმოებს დაშინების და ბულინგის კამპანიას. 

ჩვენი პოლიტიკური ძალა, "გახარია საქართველოსთვის" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ დავუთმობთ "ოცნებას" ძალაუფლებას და არ დავტოვებთ ამომრჩეველს "ოცნების" რეჟიმთან მარტო," - განაცხადა ზაზა თავაძემ. 

მსგავსი სიახლეები