საქართველომ სააპელაციო დავა წააგო - "ოცნებამ" ბიუჯეტიდან რუსულ Inter Rao-ს $94-მილიონი უნდა გადაუხადოს
საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში სააპელაციო დავა წააგო და 94 მილიონი დოლარი რუსულ ენერგო გიგანტს, Inter Rao-ს უნდა გადაუხადოს - "ოცნებამ" აღნიშნული თანხა ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოს.
მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის (ICSID) ვებგვერდის თანახმად, 2025 წლის 21 აგვისტოს აპელაციის განმხილველმა ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა საქართველოს აპელაცია და ძალაში დატოვა პირველადი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის 27 ოქტომბერს იქნა გამოტანილი. განაჩენის თანახმად, საქართველომ მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის რუსულ ენერგოკომპანია Inter Rao-ს 76 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. აღნიშნული განაჩენი საქართველომ აპელაციაში გაასაჩივრა.
საქართველომ 76 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს რუსულ კომპანიას და ამასთან ერთად დამატებით ის ჯარიმები რომელიც დაგროვდა წლების გამვალობაში, საუბარია 18 მილიონი დოლარი, ჯამში 94 მილიონი დოლარი.
"ინტერ-რაომ" საქართველოს ელექტროენერგიის ტარიფების გამო უჩივლა. დავა კალაძის მინისტრობის დროს ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას უკავშირდებოდა. ეს დოკუმენტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. სწორედ დოკუმენტში არსებულ ცვილებებზე დაობს რუსული კომპანია საქრათველოსთან.
- უფრო ზუსტად, საქმე უკავშირდება ორ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც Inter Rao-ს შვილობილმა კომპანიებმა ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყეს. ინვესტორის მიერ მოთხოვნილი კომპენსაცია 200 მილიონ დოლარს შეადგენდა. პირველ დავას განიხილავდა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალი, ხოლო მეორეს მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ტრიბუნალი. სტოკჰოლმის ტრიბუნალმა საქმეზე განაჩენი 2022 წლის 9 სექტემბერს მიიღო და საქართველოს Inter Rao-ს მიმართ 112 მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა. ხოლო მეორე განაჩენი კი ICSID-მა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიიღო და საქართველოს Inter Rao-სთვის 76 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, იმ დათქმით რომ ეს განაჩენი შედის 112 მილიონიანი განაჩენის შემადგენლობაში. ქართულმა მხარემ ორივე განაჩენი გაასაჩივრა შესაბამის აპელაციაში, თუმცა როგორც ირკვევა 2025 წლის 21 აგვისტოს ICSID-ის აპელაციამ საქართველოს მოთხოვნა კომპენსაციის ნაწილობრივ ანულირებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის აპელაციას კი ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება 112-მილიონიანი განაჩენის თაობაზე მიღებული არ აქვს, თუმცა არსებული მდგომარეობით ICSID-ის აპლეაციაში საქართველომ 76 მილიონი დოლარი წააგო.
ახლა, კიდევ ერთი - სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის აპელაციის გადაწყვეტილება არ არის დარჩენილი, თუმცა ექსპერტბეს აქვთ მოლოდინი, რომ აქაც საქართველო გამტყუნდება და ელოდებიან, დადგება კახა კალაძის და მარეგულირებელის მაშინდელი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, მინიმუმ გამოკითხავზე მაინც უნდა დაებარებინათ აღნიშნული პირები.
სამწუხაროდ, უკვე როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟს აგებ, არარ არსებობს ბერკეტი, რომ ეს თანხა აღარ გადაიხადო. ამის შემდეგ უვკე არსებობს იძულების მექანიზმებიც, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მილიონები, რომლებიც რუსულ კომპანიას უდნა გადაუხადოს ხელისუფლებამ, უკვე დაკარგულია და კიდევ ერთხელ, ცალსახად, კალაძემ, თუ სხვებმა, ვინც მონაწილეობდა იმ დანაშაულში, რომლის შედეგადაც ახლა სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გადახიადოს ასეულობით, შესაბამისმა ჩინოვნიკებმა აუცილებლად პასუხი უნდა აგონ. კალაძის ენერგეტიკის სამინისტრომ მოახერხა და ისეთი მანიპულაციები თუ არასწორი ქმედებები აგანხორციელა, რომლის შედეგადაც ახლა ასეულობით ლარ უნდა გადაიხადოს ქართულმა ბიუჯეტმა", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
ეს არის პირდაპრი ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის დანაშაული. მან შეცვალა ხელშეკრულება, დღემდე ეს ხელშეკრულება არის საიდუმლო და იმისათვის, რომ თბილისში, მცირეოდენი ტარიფი შემცირებულიყო პროპაგანდისტული მიზნით და შემდეგ ტარიფი კვლავ გაეზარდა, საქართველომ დაკარგა ორი ჰესის აშენების ვალდებულება, რომელიც რუსებს უნდა აეშენებინათ და დაახლოებით 200 მილიონის ღირებულებსი ინვესტიცია, რომელიც თელასში უნდა განეხორციელებინათ", -აცხადებს რომან გოცირიძე.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.