ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა ჩემი, ბადრის, წერეთლების მიმართ „ტვ პირველის“ მიმართულებით - მამუკა ხაზარაძე
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, არ გამორიცხავს, რომ „ფულის გათეთრების“ საქმესთან დაკავშირებით ის, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დააკავონ. როგორც მან "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ბრძოლა ორი მიზეზით დაიწყო - მოხდეს პოლიტიკოსების დისკრედიტაცია და განხორციელდეს თავისუფალი მედიის განეიტრალება.
სამარცხვინოა, რომ პროკურატურამ და სასამართლომ 2 წელია, ვერ არ გაარკვია მარტივი ტრანზაქციის ისტორია, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა. ეს არის აბსურდი და ემსახურება, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.
ამ სასამართლოდან ველოდები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, შესაბამისად, არანაირი გადაწყვეტილება არ გამაკვირვებს.
ეს არის შურისძიება ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკური ვენდეტა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, წერეთლების მიმართ „ტვ პირველის“ მიმართულებით და ასევე, ანაკლიის გაჩერების მიმართულებით“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, სასამართლოს ჩვენებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, აძლევს.