ხაბეიშვილი: ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს ერთად იმდენი კომპრომატი აქვთ ივანიშვილზე... რომ დასხდეთ 2 წუთში იქეთ "გააბაწრინებთ" ხალხს ბიძინას და მის ბანდას
ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს ერთად იმდენი “ქეში” ფული აქვთ, იმდენი კომპრომატი ივანიშვილზე, რომ უბრალოდ ერთმანეთის ნდობა სჭირდებათ, რომ ბიძინას აყირავებაში დაეხმარონ ხალხს - 30 წუთში დასრულდება ყველაფერი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს.
ხაბეიშვილის თქმით, "ბიძინას იქეთ ეკვეთება მუხლები".
"რომ დასხდეთ 2 წუთში იქეთ "გააბაწრინებთ" ხალხს ბიძინას და მის ბანდას. იქნებ ღირს დაფიქრებად - ნუ თუ გამოგდით და იცით ფიქრი" - მიმართავს ხაბეიშვილი გადადმგარ "ოცნების" მაღალჩინოსნებს.
ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს ერთად იმდენი “ქეში” ფული აქვთ, იმდენი კომპრომატი ივანიშვილზე, რომ უბრალოდ ერთმანეთის ნდობა სჭირდებათ, რომ ბიძინას აყირავებაში დაეხმარონ ხალხს - 30 წუთში დასრულდება ყველაფერი . ბიძინას იქეთ ეკვეთება მუხლები - თქვენ რომ ერთ პირში, ერთიანად, ძლიერად დაუდგეთ და "კნუტებივით" არ ელოდებოდეთ, თუ როდის ჩაგყრით ციხეში, როდის გაგაუბედურებთ, როდის ასროლინებს ვინმეს თქვენზე (რიჟვაძის მსგავსად) - დაფიქრდით 2 წუთი, რას ემორჩილებით ასინეთას(მდინარაძე) და კობახიძის იმედად დარჩენილ ივანიშვილს?!
ამას დაუმატეთ გამწარებული რიჟვაძე, ჯუანშერი, ქარსელაძე და სხვები…
ერთმანეთის ნდობა დაგაკარგვინათ ბიძინამ თორემ, რომ დასხდეთ 2 წუთში იქეთ "გააბაწრინებთ" ხალხს ბიძინას და მის ბანდას. იქნებ ღირს დაფიქრებად - ნუ თუ გამოგდით და იცით ფიქრი", - ხაბეიშვილი.