განაჩენი გამოტანილია - საქართველომ $94 მლნ ოკუპანტ რუსეთს უნდა გადაუხადოს

25.08.25 20:33
განაჩენი გამოტანილია - საქართველომ $94 მლნ ოკუპანტ რუსეთს უნდა გადაუხადოს

განაჩენი გამოტანილია - 76 მლნ დოლარი კომპენსაცია და 18 მლნ პროცენტი - ჯამში 94 მლნ დოლარი საქართველომ ოკუპანტ რუსეთს უნდა გადაუხადოს. ეს ფული ახლა საქართველოს ბიუჯეტის გადასახდელია. საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტტთან სააპელაციო დავაც წააგო - საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის ტრიბუნალმა საქართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა. რუსული ინტერრაო უკვე 8 წელია კალაძის მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილების და ტარიფების ცვლილების გამო დაობს. კალაძე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ინტერრაოსთან ხელშეკრულებაში ცვლილებები ამ დრომდე გრიფით საიდუმლოა, ამიტომ არ ვიცით, რა ჩაიწერა დოკუმენტში ისეთი, რომ ქვეყანამ რუსულ ენერგოგიგანტთან დავა წააგო და ქვეყანას მილიონობით ზიანი მიადგა. მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი და მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი მინიმუმ უნდა გამოეკითხათ და პასუხი გასცემოდა კითხვას, რა შეცდომა დაუშვეს გარიგებისას. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრებით, ქართულმა ოცნებამ დრო გაწელა და ქვეყანას კიდევ უფრო დიდი ფინანსური ზიანი მოუტანა.

სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე როგორც ჩანს პასუხისმგებლობის აღება არავის სურს, არადა აარბიტრაჟო სასამართლოში აპელაციის წაგების შემდეგ ქვეყანას სხვა გზა აღარ აქვს - რუსულ კომპანიას და შესაბამისად რუსეთს მილიონები უნდაგადაუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ქონება დაყადაღდება დ საქმე კიდევ უფრო დამძიმდება.

ახლა წინ იკიდევ ერთი დავაა. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები