"ოცნება" დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინში - ვინ იქნება შემდეგი?
ვინ იქნება შემდეგი. ოცნება დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინში. კალაძე ადასტურებს, რომ ოხანაშვილის გაშვება პოსტიდან არც პირველია და არც უკანასკნელი. ივანიშვილის საპარლამენტო გუნდში კი დაბნეულობაა. ჯერ არ იციან ვინ შეცვლის მამუკა მდინარაძეს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე. მანამდე კი ოპოზიციას აინტერესებს, რა დააშავა ოხანაშვილმა, რომ 4 თვეში სუსი დაატოვებინეს.
სკანდალური ჩამოქვეითების შემდეგ, ამ დრომდე ის საჯაროდ არ ჩნდება. ოცნებაში ამტკიცებენ რომ ოხანაშვილი თავადაც თანახმა იყო გადაყენებაზე, თუმცა ეს ვერსია აფსურდულად ჟღერს ოპოზიციისთვის.
პოლიტიკოსების თქმით, ბაჩიაშვილის მოტაცების სკანდალთან ერთად ანრი ოხანაშვილს რუსული ბრალდებებიც წამოეწია, სადაც მოსკოვი ქართულ მხარეს დანაღმული ავტომობილის გატარებაში ადანაშაულებდა. ვერსიები სხვადასხვაა, თუმცა ოპოზიციის შეფასებით, ფაქტია, რომ ივანიშვილს სუსის შეფმა მალე გაუცრუა იმედი და ის პრაქტიკულად პენსიაზე გაუშვა.
დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში:
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.