ელისაშვილი: კალაძის გარემოცვაში არიან დეველოპერები, რომლებსაც „დინამოს“ დანგრევა და კორპუსების აშენება უნდათ
ნაცვლად იმისა, რომ "ოცნებამ" თბილისში ავარიული სახლების პრობლემა მოაგვაროს, მილიარდ ლარად არსაჭირო პროექტს იწყებს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ალეკო ელისაშილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლება აეროპორტის გზაზე ახალი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, მაშინ, როდესაც თბილისში 20 ათასი ავარიული სახლია, სადაც ადამიანები ყოველდღიურად სიცოცხლის შიშით ცხოვრობენ.
ელისაშვილის განცხადებით, ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა მთლიანად ავარიული სახლების პრობლემის მოგვარება, მაგრამ ხელისუფლება დეველოპერების ინტერესებს ემსახურება და ისტორიული „დინამოს“ სტადიონის დანგრევა აქვს გეგმაში.
ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, თბილისში, სადაც უამრავი მომაკვდინებელი საფრთხე და პრობემაა. მაგალითად, 20 ათასი ავარიული სახლია,რომლის გამაგრებაზე არ ფიქრობს არავინ და ამ სახლებში მცხოვრები ადამიანები იძინებენ და იღვიძებენ სიკვდილის შიშით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რამეს ვაჭარბებ, გამომყვეს და მოვატარებ ფეხდაფეხ ძველ თბილისს და არა მხოლოდ ძველ თბილისს, იმიტომ, რომ კორპუსებიც ავარიულია, სადაც ადამიანებს დაძინების ეშინიათ, წვიმის ეშინიათ, რომ არ დაემხოტ ეს სახლები თავზე.
იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ადგეს და გაამაგროს, მის ნაცვლად, რომ 8 წელი ჰქონდა კალაძეს, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა, 4 წელი მანამდე ნარმანიას ჰქონდა, ჯამში 12 წელი, ამის ნაცვლად, მოიგონეს ახალი, აბსოლუტურად არასაჭირო პროექტი. თბილისში არის ორი სტადიონი, ერთი, რომელიც ჩემს ზურგს უკანაა, ისტორიული "დინამოს" სტადიონი და მეორე - ვაკეში, ყოფილი "ლოკომოტივის" მიხეილ მესხის სტადიონი. ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისთვის, რაგბის და ფეხბურთისთვის აბსოლუტურად საკმარისია. მაგრამ, მოიფიქრეს ახალი რამ, რომ აეროპორტის გზაზე 876 ლნ-ად უნდა ააშენონ ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი.
ვის რაში სჭირდება ეს სტადიონი?! თითქმის მილიარდი უნდა დახარჯონ იმაში, რაც არავისთვის საჭირო არ არის. სტადიონები გვაქვს, ჩემპიონატი გვაქვს და 5 კაცი ძლივს ესწრება იმ ჩემპიონატს. და, უამრავი პრობლემაა. ამ ერთ მილიარდ ლარად მოგვარდებოდა მთლიანად ავარიული სახლების პრობლემა, მაგრამ - არა! ჯერ ერთი, იმ ერთი მილიარდიდან ნახევარი უნდა მოიპარონ და ფურთხით ააშენონ, როგორც აშენებენ ყველაფერს და მეორე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ტყუილად არ ვდგავარ ახლა აქ, დინამოს სტადიონთან, რომ თბილისის ისტორიაში ყველაზე გაუმაძღარი და მექრთამე მერის, კალაძის გარემოცვაში არიან ღორი, "ცეხავიკი" დეველოპერები, რომლებიც დიდი ხანია, უტრიალებენ ამ სტადიონს. წარმოიდგინეთ, რამხელა ტერიტორიაა, თვითინ სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია, და ისინი არწმუნებენ კალაძეს, და უნდათ მერე ამათ ჩვენ დაგვარწმუნონ და მოგვატყუონ, რომ ვითომ ისეთი ავარიული დინამოს სტადიონი, რომ ამის გამაგრება თითქოს არ შეიძლება. არადა, მილიარადად ახალი რაღაც უნდა ააშენონ. უნდათ ამ სტადიონის დანგრევა და არც მეტი, არც ნაკლები, აქ უნდათ კორპუსების აშენება. ეს არის დაუშვებელი ამბავი, დაუშვებელია, რომ ისტორიული სტადიონი დაინგრეს და აქ აშენდეს კორპუსები. ეს არ მოხდება, კალაძე ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ, რომ კალაძის მერობის ვადა დამთავრდება 4 ოქტომბერს და კუპრაძის მერობის ვადა რომ დაიწყება, ეს სტადიონი გამაგრდება და ის მლრდი ლარი მოხმარდება ავარიული სახლების გამაგრებას, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.