“13 სექტემბრის აქციაზე “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება წარმოდგენილი - ლევან სანიკიძე
“13 სექტემბრის აქციაზე “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება წარმოდგენილი" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ არებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ენმ არ იღებს მონაწილეობას.
“ნაციონალური მოძრაობა” 13 სექტემბრის აქციაზე იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან და რადგანაც ჩვენთვის არ არებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. კონკრეტული გზავნილი აქვს ამ აქციას, რაც დაკავშირებულია უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხთან, 31 აგვისტოს ჩვენ გვეცოდინება ევროკავშირის პასუხი, რომ ის პირობები, რომელიც “ქართულ ოცნებას” ვერ ვიტყვი, რომ წაუყენეს, უბრალოდ შესაბამისი კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ უვიზო მიმოსვლის არ შეჩერებასთან დაკავშირებით, ცხადი იქნება, რომ “ოცნებამ” არ შეასრულა.”- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.