უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე - "ოცნებას" ისრები ევროკავშირისკენ გადააქვს

26.08.25 14:01
უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე - "ოცნებას" ისრები ევროკავშირისკენ გადააქვს

"ქართული ოცნება" აღარ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, თუმცა ისრები სწორედ ევროპისკენ გადააქვს. "ოცნების" წევრი არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით დასავლეთი მხოლოდ იმიტომ იმუქრება, რომ "ოცნება" დიფ სთეითის დავალებებს არ ასრულებს.  

"არ ვასრულებთ და არც მომავალში შევასრულებთ" - ამბობს ივანიშვილის გუნდის წევრი ევროკომისიის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებზე. 

არცერთი ის კანონი, რომელიც ახლა შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებული, და ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები, არ წერია საერთაშორისო ხელშეკრულებაში. ახლა, ის მუქარები, რაც არის ქართველი ხალხის მიმართ, მოგონილია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს პროტესტი. ჩვენს ქვეყანას ემუქრებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და შესაბამისად, მის მიერ არჩეული ხელისუფლება გარედან დიფ სთეითის მიღებულ დავალებას არ ასრულებს. დიახ, არ ვასრულებთ და არც მომავალში შევასრულებთ იმ დავალებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ეკონომიკის დანგრევას, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შელახვას და ჩვენ ქვეყნის ომის უბედურებაში გადაჩეხვას გვასწავის, - ამბობს გორდულაძე. 

დავით მათიკაშვილი კი ამტიცებს, რომ ევროკავშირი ახლა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ცდილობს, ქართველ საზოგდოებაზე ზეწოლა განახორციელოს. 

სრულიად წარმოუდგენელია, სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილია რაიმე სახით დადარება ერთმანეთთან ევროლიბერალიზაციის, ამ შემთხვევაში საუბარია უვიზო მიმოსვლის და იმ საკანონმდებლო დანაწესების გაუქმების მოთხოვნა, რომელსაც სრულიად სუვერენიტეტდაკარგული ევროჩინოსნები ბოლო პერიოდია ჩვენი ქვეყნისგან ითხოვენ. ფაქტია, რომ ამ ყველაფრით ხდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენს საზოგადოებაზე, - ამბობს მათიკაშვილი. 

ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა აგვსტოს ბოლომდე არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.

ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. 

 

 

მსგავსი სიახლეები