კალაძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, თუმცა მაინც მოლაპარაკებების გახსნას ითხოვს

26.08.25 15:33
კალაძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, თუმცა მაინც მოლაპარაკებების გახსნას ითხოვს

 

 

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, თუმცა მაინც მოლაპარაკებების გახსნას ითხოვს - დღეს თბილისის მერმა დასავლეთი ისევ შანტაჟშა და მუქარაში დაადანაშაულა და ირწმუნებოდა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს, ამაზე პასუხისმგებლობა არა "ოცნების" ხელისუფლებას არამედ "ევროპული ბიუროკრატიას" ეკისრება. 

საერთოდ ის მოთხოვნები და მესიჯები, რაც იქნა გაჟღერებული, რომ საქართველომ ეს ეს ეს უნდა გააკეთოს, არაფერ კავშირში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან და იმ პროცესებთან, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური მოტივებით გაჟღერებული განცხადებები, რომელიც არის უსამართლო, არის ცილისმწამებლური და რა თქმა უნდა, გაჯერებულია ტყუილებით.  აი ეს არის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც არის წარმოდგენილი.

თუ შეგვიწყვეტენ უვიზოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ გაზულუქებულ ბიუროკრატს, რომელიც და რომელთა მესიჯებიც აბსოლუტურად ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული. 

როდესაც სასწორზე დევს ორი მნიშვნელოვანი საკითხი - ერთი ვიზალიბერალიზაცია, რაც ვთქვი, კარგი სიკეთეა და ამას მივესალმებით, მაგრამ როდესაც ამით გაშანტაჟებენ და საუბარია ქვეყნის ინტერესების დათმობაზე, წარმოუდგენელია მიიღო ისეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა კალაძემ. 

"პირველების" კითხვაზე, რა ინტერესების დათმობას სთხოვს "ოცნებას" ევროკავშირი, კალაძე აცხადებს:

პროცესი რომელიც დაწყებულია, ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის - შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით. ეს არის ბოლო ეტაპი უკვე, სადაც მივედით- ვიზალიბერალიზაციამდე მივედით. მანამდე იყო კანდიდატის სტატუსით შანტაჟი, გვაშანტაჟებდენ, არ მოგვცეს, გეტყვით მიზეზი რა არის - ის რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში, მეორე ფრონტი არ გაიხსნა და არ მიუერთდა სანქციებს", - თქვა კალაძემ. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მაგალითად ერთი საჯარო განცხადების მოყვანა, სადაც  სადაც ევროპელი ლიდერები საქართველოს ომში ჩართვას სთხოვენ, რაზეც "ოცნების" ლიდერი ირწმუნებოდა,  რომ მუქარას კობახიძის კაბინეტში ჰქონდა ადგილი. 

რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, პირდაპირ მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა პრემიერის კაბინეტში, რომ ქვეყანაში გაგვეჩარებინა მეორე ფრონტი. დაპირებები, რომ ჩვენ დაგეხმარებით ყველაფრით, უზრუნველყოფილი იქნებით შესაბამისი ტექნიკით და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს ამის მტკიცებულება", - განაცხადა თბილსის მერმა.

ამის შემდეგ, "პირველების" ჟურნალისტმა კალაძეს დაუსვა კითხვა - "რაში გჭირდებათ ისეთ ალიანსში გაწევრიანება, სადაც როგორც ამბობთ პირდაპირ მოგიწოდებენ, რომ ომში ჩართოთ ქვეყანა?" 

შენ მაშანტაჟებ იმით, რომ თითქოს მე არ მინდა ევროპა, თითქოს მე არ მინდა და მე გეუბნები დღეს, რომ ყევლა წინაპირობა, რაც არის გაწერილი ასოცირების ხელშეკრულებით, შესრულებულია. ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. აგერ გახსენით მოლაპარაკებები, დღესვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაიხსნება მოლაპარაკებები...

ამ პასუხის შემდეგ, "ტვ პირველმა" კიდევ ერთხელ დაუზუსტა კითხვა თბილისის მერს - "რატომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები იმ ალიასთან, რომელსაც თქვენი თქმით, საქართველოში ომი უნდა?"

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გინდათ მოლაპარაკებების გახსნა? მზად ვართ. გინდათ ევროკავშირში მიგვიღოთ, მზად ვართ, მაგრამ რატომ გვაშანტაჟებთ მუდმივად - ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებებსი გახსნით, ახლა აგერ უკვე ვიზალიბერალიზაციით", - აცხადებს კალაძე. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები