"ივანიშვილის პირადი "დამსახურებაა" - სანიკიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

26.08.25 15:35
"ივანიშვილის პირადი "დამსახურებაა" - სანიკიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

ცალსახა საბოტაჟი თითოეული ჩვენი თანამოქალაქის წინააღმდეგ, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე "ოცნების" უმოქმედობას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახერხებს, რომ 4 მილიონზე მეტ ქართველს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე შეექმნას, მაშინ, როცა ხელისუფლების ნაბიჯები არა პრობლემის მოგვარებას, არამედ „რუსული დავალების შესრულებას“ ემსახურება.

ფაქტია, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენს სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან აქვს დაყენებული, და ეს არის როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პირობები, არათუ არ შესრულდა, არამედ გაუარესდა. ეს არის ცალსახა საბოტაჟი თითოეული ჩვენი თანამოქალაქის წინააღმდეგ და ბიძინა ივანიშვილი, სამწუხაროდ ახერხებს, რომ 4 მლნ-ზე მეტ ქართველს დაადოს სანქციები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურება და "ქართული ოცნების" მხრიდან არატუ რამე კეთდება ამის თავიდან ასაცილებლად, არამედ პირიქით, მათი თითოეული ნაბიჯი არს მიმართული, რომ ეს რუსული დავალება მაქსიმალური სიზუსტით შესრულდეს, - ამბობს სანიკიძე. 

ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა აგვსტოს ბოლომდე არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.

ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. 

 

მსგავსი სიახლეები