მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რთულ ფაზაში შედის, უჭირს გადაადგილება - ბექა ბასილაია

12.10.21 14:39
მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რთულ ფაზაში შედის, უჭირს გადაადგილება - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ექსპრეზინდეტის შიმშილობა რთულ ფაზაში გადადის, დაუსივდა ფეხები და უჭირს გადაადგილება. უფლებადამცველი საზოგადოებას მოუწოდებს, ხმა აიმაღლოს ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დროულად მოითხოვოს.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში, ამის შედეგებს თვალნათლივ ვხედავთ, გადაადგილებაზე აქვს პრობლემები და მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა. როდესაც ის საუბრობს, მისი მოტორიკაც და გადაადგილებაც მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ, მაგრამ შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესებას კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს, დღეს უკვე პრობლემების წინაშეა. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ აიმაღლოს ხმები საიმისოდ, რომ მიშა გათავისუფლდეს და ოლიგარქიული მმართველობა შეიცვალოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მის პირად ექიმს მიეცეს შესაძლებლობა მიშას მონახულების, რაც არ არის კომფორტი და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ნიკოლოზ ყიფშიძემ ყველაზე უკეთ იცის, რა შეიძლება იყოს მისთვის საჭირო, -   ამბობს ბასილაია.

მსგავსი სიახლეები