უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე: "ოცნება" EU-ს მოთხოვნებს აიგნორებს - ოპოზიცია განგაშის სიგნალს რთავს

26.08.25 21:05
უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე: "ოცნება" EU-ს მოთხოვნებს აიგნორებს - ოპოზიცია განგაშის სიგნალს რთავს

"ქართული ოცნება" უვიზო რეჟიმის მოსალოდნელ შეჩერებაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის. ივანიშვილის პარტიის რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, ეს მხოლოდ პოლიტიკური მუქარა არ არის და ევროკავშირში უკვე მიღწეულია შეთანხმება, ახალი საინფომრაციო ომი ამოიქოქა. ივანიშვილის პარტიის მთავარი სახე ხალხს დღეს არწმუნებდა, რომ ევროკაშირს რიგითი მოქალაქეების დასჯა უნდა.

დღეს ქვეყნის გავლენიანმა არასამთავრობო ორგანბიზაციებმა, ვინც ბევრი იბრძოლა, რომ ქართველ ხალხს ევროლავშირში უვიზო მიმოსვლა ჰქონოდა, მოსალდონელ შედეგებზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დააკისრა. შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ევროკავშირის წერილობით გაფრთხილების შემდეგ "ოცნებას" არაფერი გაუკეთებია, რომ მილინობით მოქალაქისთვის პრივილეგიები შეენარჩუნებინა. 

"ქართული ოცნების" პოლიტიკური გზავნილების გაანალიზების შემდეგ სამოქალაქო სექტორმა დაადგინა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ ხალხს ატყუებს. ეუბნება, თითქოს ბრიუსელი სჯის ხალხს, რაც ტყუილია. მესამე სექტორში პირდაპირ ამბობენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე დადგა იმის გამო, რომ "ქართული ოცნება" პუტინის და ლუკაშენკოს გზას დაადგა და უარი თქვა თავისუფალი სამყაროს წევრობაზე. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები