კალაძე გახარიას პარტიას და "ლელოს" "აგენტებად" აცხადებს

26.08.25 20:20
კალაძე გახარიას პარტიას და "ლელოს" "აგენტებად" აცხადებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, დასავლეთის აგენტებად აცხადებს. ირწმუნება, რომ მათი გაერთიანებაც გარედან მიღებული დავალება იყო, რომელზე უარს ვერ იტყოდნენ.

როგორ შეიძლება, ისინი ერთად იყვნენ? უბრალოდ, დავალება აქვთ მიღებული. ერთი რამე მინდა, ყველამ კარგად გაითავისოს, რომ ეს ვითომ რაღაც პოლიტიკური პარტიები, რაღაც სხვადასხვა სახელებს რომ ირქმევენ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, ისინი იმართებიან გარედან. ვიღაცეებ ეტყვიან, რომ თქვენ არ უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ვიღაცეებს ეტყვიან, რომ თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ისინი ასრულებენ ამ დავალებებს. ვერავინ გაბედავს, რომ აღნიშნული დავალება არ შეასრულოს. ჩვეულებრივი აგენტები არიან. როდესაც ხარ აგენტი არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ქვეყანას, არც საკუთარ ოჯახს. ეს მოცემულობა გვაქვს დღეს, - ამბობს კალაძე.

რაც შეეხება მის კონკურენტს, კალაძე დღეს ცდილობდა, მედიის წინ ირაკლი კუპრაძე ირონიით მოეხსენებინა.  

ვინ არის ირაკლი კუპრაძე? არ ვიცი ვინ არის, - თქვა დღეს კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები