13 სექტემბრის აქცია – „ოცნება“ ორგანიზატორებს "გარედან მართულ ძალად" მოიხსენიებს

26.08.25 21:00
13 სექტემბრის აქცია – „ოცნება“ ორგანიზატორებს "გარედან მართულ ძალად" მოიხსენიებს

მას შემდეგ, რაც ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციამ 13 სექტემბრის აქცია დააანონსა, "ქართული ოცნება" თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. დავით მათიკაშვილი დღეს საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ოპოზიცია გარედან მართულია და მიზნად სახელმწიფოზე შეტევას ისახავს. მისი მტკიცებით, ოპონენტების ეს მცდელობაც "ფიასკოთი" დასრულდება. 

13 სექტემბერი იქნება თუ რაღაც სხვა თარიღი, სინამდვილეში, ყველა ეს მცდელობა, ჩაიფუშა, საპნის ბუშტივით გასკდა, ისევ ელოდება ფიასკო ნებისმიერ ასეთ მცდელობას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ცხადდება ქართველი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ხდება ნათელი, თუ როგორ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეთქმულება და შეტევა საქართველოზე და ეს ყვეაფერი ხდება, სამწუხაროდ ვეყნის ფარგლებს გარედან და მას მხარს უჭერენ ის მეხუთე კოლონა, ის თანამედროვე როჯონიკიძეები, რომლითაც არის დღევანდელი ოპოზიციური რადიკალური ფლანგი დახუნძლული, - ამბობს მათიკაშვილი. 

არჩილ გორდულაძის თქმით კი, ოპოზიციური ერთიანობა სინამდვილეში ილუზიაა - პარტიები თანამდებობებზე ჩხუბობენ, ერთმანეთს ზემოდან უყურებენ და საერთო ხედვა არ გააჩნიათ. 

როდესაც არჩევნებში მონაწილეობა უნდათ და გაერთიანდებიან ხოლმე, ან სხვა პარტიებზე ზემოდან ყურება უნდათ, არმოჩნდება, რომ თურმე ოთხნი არიან და ბარიერგადალახულებს ითვლიან. მაგრამ, როდესაც უნდათ, რომ რაოდენობრივად ბევრი გამოაჩინონ, შემდეგ გრამვლდებიან და 8, 13 თუ 34 გახდებიან ხოლმე. და, ამ ყველაფერში "დროაში" გაერიანებულ სამ პარტიას ასახელებენ და ზურა გირჩი და მისი პარტია არ გაიშვა. ან "ფედერალისტები", რომლებიც მართლა გუშნ ჩამოყალიბდნენ. ერთმანეთში ვერ გაიყვეს "ევროპულ საქართველოში" თანამდებობები. ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები და ამ იდეასაც ჰქვია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოდ ბრძოლა. ოღონდ, იმდენი შნოც არ აქვთ, რომ ეს ყველაფერი თვითონ მოიფიქრონ. აკეთებენ ყველაფერს, რაც გაიდლაინში აქვთ და თუ გაიდლაინიდან განსხვავებულ, მარტივ კითხვას დაუსვამ, პასუხის გაცემაც კი არ შეუძლიათ. ასეთ უბედურ დღეში არიან, - ამბობს გორდულაძე.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები