ბოკუჩავა: მამუკა მდინარაძე იმიტომ დანიშნეს სუს-ის უფროსად, რომ წარმოუდგენელი სიბინძურის ნიაღვარი წამოვიდეს პოლიტიკური დემოკრატიული ძალების მიმართ
"მამუკა მდინარაძე იმიტომ დანიშნეს სუს-ის უფროსად, რომ წარმოუდგენელი სიბინძურის ნიაღვარი წამოვიდეს პოლიტიკური დემოკრატიული ძალების მიმართ," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა ისე, როგორც პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ დაყოფით, დაქსაქსვით, ურთიერთდაპირისპირებით შეუძლია რომ გაიმარჯვოს.
რა თქმა უნდა, ივანიშვილი ეცდება რუსული სპეცოპერაციის თარიღამდე განსაკუთრებით და ყველაფერზე ხელის მომწერი, მამუკა მდინარაძე სწორედ იმიტომ დანიშნეს სუს-ის უფროსად, რომ წარმოუდგენელი სიბინძურის ნიაღვარი წამოვიდეს პოლიტიკური დემოკრატიული ძალების მიმართ, იმისთვის რომ დაქსაქოს პოლიტიკური ძალები, რომ ფრაგმენტაცია მოახდინოს, რომ კვლავ კედლები აღმართოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის. იმიტომ, რომ ივანიშვილმა ისე როგორც პუტინმა და ზოგადად ბოროტებამ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ დაყოფით, დაქსაქსვით, ურთიერთდაპირისპირებით შეუძლია რომ გაიმარჯვოს და გამარჯვება ამ შემთხვევაში ნიშნავს სტატუს კვოს შენარჩუნებას. ანუ ამ ძალადობრივი, მოღალატეობრივი ბანდის ხელისუფლებაში დარჩენას," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.