თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა.
თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება განიხილეს.
ჩვენ ამ წუთებში დავასრულეთ შეხვედრა რადისლავ სიკორსკი, პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრთან და მას ვესაუბრეთ ორ პრინციპულ საკითხზე. ერთი ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და როგორ ავარიდოთ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს და ამავდროულად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში რეჟიმის წევრებს - ივანიშვილს და მის გარემოცვას და მეორე პრინციპული და ფუნდამენტური საკითხი, ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც პოლონეთის დიდი მეგობარი იყო და არის და მასაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციაში. რადისლავ სიკორსკი, როგორც ვაიმარის სამკუთხედის ერთ-ერთი საგარეო მინისტრი გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილებაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს , ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა მოძებნოს ისეთი მექანიზმი, სადაც არ სანქცირდება საქართველოს მოქალაქე და სანქცირდება ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რაც არის შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.