გიორგი ბარამიძე: საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, სანქციები კი გავრცელდეს ივანიშვილსა და მის რეჟიმზე
"საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, სანქციები კი გავრცელდეს ივანიშვილსა და მის რეჟიმზე," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადისლავ სიკორსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი ბარამძის განცხადებით, მათი მიზანი პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საქართველოს საბოლოო გათავისუფლებაა რუსეთის გავლენიდან.
ჩვენი საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს მეგობართან რადისლავ სიკორსკისთან ეხებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს თემას. აქტუალური არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი ვიზების გაუქმების საკითხი, ყველამ ვიცით ეს და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, ხოლო რაც შეეხება დიდი სანქციები, მათ შორის სავიზო, დაედოს ივანიშვილს და მის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას რაც შეიძლება ფართოდ და ეს იყოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული სანქციები, მათ შორის სავიზო მოღალატეთა რეჟიმზე და შენარჩუნება უვიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბუნებრივია ჩვენი სურვილი და მისწრაფება არის, ჩვენი მეგობრები დაგვეხმარონ საქართველოში პოლიტპატიმრების, პირველ ყოვლისა ჩვენი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ამ ბრძოლაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება რუსეთის მეხუთე კოლონისა და მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმისაგან. ამ საქმეში, ჩვენი მეგობრები, მათ შორის პოლონეთში არიან საქართველოს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.