სიორიძე: თბილისის მერია მთელ სახელმწიფო აპარატში ყველაზე მეტად კორუმპირებული უწყებაა
"თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მთელ სახელმწიფო აპარატში ყველაზე მეტად კორუმპირებული უწყებაა," - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე "ცნობილია თავისი უტაქტობით, უზრდელობით, ანტიდასავლური განწყობებით და რიტორიკით".
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მთელ საქართველოში, მთელ სახელმწიფო აპარატში ყველაზე მეტად კორუმპირებული უწყება არის. არ არსებობს მეორე მსგავსი, თავისი ტენდერებით, ჩაწყობებით და ა.შ..
ვინ არის მათი მერობის კანდიდატი? - კახა კალაძე, ცნობილი თავისი უტაქტობითა და უზრდელობით, ანტიდასავლური განწყობებით და რიტორიკით, რომელიც ამბობდა რომ ევროკავშირის ელჩი გასაგდებიაო," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.