„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება
ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია დაასახელა. ის ამომრჩეველს მისმა თანაგუნდელმა ჰერმან საბომ წარუდგინა
ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება.
იაგო ხვიჩიას თქმით, გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომელსაც სურს თბილისისგან მეგაპოლისი გამოვიდეს.
მომდევნო, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა რამდენიმე პარტიამ:
- „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ - ირაკლი კუპრაძე;
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - ზურა მახარაძე.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.