მოხსნეს თუ წავიდა? - ნარკოლოგიურის ცენტრი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა

27.08.25 11:04
მოხსნეს თუ წავიდა? - ნარკოლოგიურის ცენტრი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა

მოხსნეს თუ წავიდა? - ნარკოლოგიურის ცენტრი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

ინფორმაციას, რომ ლევან ჩაკვეტაძემ ნარკოლოგიურის ხელმძღვანელის თანამდებობა ნამდვილად დატოვა, "პირველებს" უდასტურებენ ცენტრის თანამშრომლები, თუმცა ირწმუნებიან, რომ ჩაკვეტაძე გუშინ სამსახურში მივიდა და განცხადება საკუთარი ნებით დაწერა. 

თანამშრომლების ნაწილმა კი დღეს "პირველებისგან" გაიგეს, რომ მათ ხელმძღვანელი აღარ ჰყავთ.

"პირველები" დილიდან ცდილობს ნარკოლოგიურ ცენტრთან და ასევე ლევან ჩაკვეტაძის ძმასთან, "ქართული ოცნების" დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე კონტაქტზე არავინ გამოდის.

გიორგი ჩაკვეტაძის ძმა ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და სწორედ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა ახალი, ჩანაცვლების თერაპიის პროგრამა ბენეფიციარებისთვის, რომლის მიხედვითაც წამლის მიწოდების სერვისი სახელმწიფომ სრულად საკუთარ თავზე აიღო.

ეს იყო ის პროგრამა, რომელსაც ნარკოლოგები ეჭვის თვალით უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ პროგრამა უშედეგო იქნებოდა და ბენეფიციარებს დააზიანებდა. 

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მთელს ქვეყანაში 19 ფილიალს ფლობს და მისი ბიუჯეტი 18 მილიონია.

მსგავსი სიახლეები