NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს საქალაქო სასამართლოში უჩივიან

27.08.25 11:44
NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს საქალაქო სასამართლოში უჩივიან

არასამთავრობო ორგანიზაციები საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და იმ ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც კუპრაშვილის უწყება მათ წინააღმდეგ ე.წ. მოკვლევას იწყებს. საქმე აგენტების შესახებ კანონს ეხება. საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივიმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, კუპრაშვილის მიერ მიღებული აქტით ბიუროს მიცემული უფლებამოსილებები კანონში განსაზღვრულს სცდება და არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს.

ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს მიერ რეპრესიული ორგანიზაციები მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვთ იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც ჩვენს მიმართ მიმდინარეობს ე.წ. მოკვლევა. 31 მაისის ბრძანებით რაჟდენ კუპრაშვილმა თავის თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს დაუდგინა იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ეს განსაზღვრული უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის აქტში. მან დაიდგინა უფლებამოსილება, რომ დაიწყოს ე.წ. მოკვლევა, დაადოს ყადაღა ორგანიზაციებს, განახორციელოს ინსპექტირება. ამგვარი რამ კი იმ აქტში არ არის მითითებული. აღნიშნული არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და სწორედ ამის გამო ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს იმიტომ, რომ ამ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობა მოხდეს. 

ქართველი ხალხის, საქართველოს საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციების დარღვევას წარმოადგენს აღნიშნული, იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციების უფლებები იზღუდება ისეთი აქტის საფუძველზე, რომელსაც არ აქვს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. ეს წარმოადგენს უფლებების დარღვევის ცალკე აღებულ საფუძველს და სწორედ ამიტომ მივმართავთ ჩვენ საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ შესაბამის დასკვნას.

ჩვენს მოთხოვნას ადასტურებს ევროსაბჭოს ფარგლებში მომზადებული გუშინ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს იმას, რომ უცხოეთის აგენტების რეგისტრტაციის აქტი ცალკე აღებული იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას. ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ მითითებული არის ამ აქტის ბუნდოვანება ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული ფართი დისკრეცია ადამიანის უფლებების შესაზღუდად. გარდა ამისა, ამ დასკვნაში ცალკე საუბარია, რომ ეს აქტი 8 განსხვავებული საფუძლით არღვევს ადამიანის უფლებებს სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის ერთ-ერთი არის სწორედ სანციის სიმკაცრე, რომელიც ამ დასკვნის მიხედვით, იმაზე უფრო მკაცრია, ვიდრე რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონი, რომელზეც უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აქვს გარკვევა დადგენილი.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, მიუხედავად სასამართლოსადმი არსებული უნდობლობისა, იმისთვის, რათა შევძლოთ თავისუფლად ოპერირება, ჩვენი სადამფუძნებლო დოკუმენტების, ჩვენი მიზნების ქართველი ხალხის სასიკეთოდ და ქართული სახელმწიფოს ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, - განაცადა გიორგი ბურჯანაძემ. 

ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო "ქართული ოცნების" დაწერილი ეგრეთ წოდებული ფარას კანონის გაუქმებას მოითხოვს. დასკვნაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, წერია, რომ ის არ შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილის გუნდის მიღებული კანონი აზიანეებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბუნდოვანია და იწვევს ადამიანის უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას რვა სხვადასხვა მიზეზით.  

მსგავსი სიახლეები