არასამთავრობოებმა კუპრაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

27.08.25 13:32
არასამთავრობოებმა კუპრაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სასამართლლოში სარჩელი შევიდა. არასამთავრობოები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს. საქმე აგენტების შესახებ კანონს ეხება. 

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ კუპრაშვილის მიერ მიღებული აქტით ბიუროს მიცემული უფლებამოსილებები კანონში განსაზღვრულს სცდება და არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს.

სამოქალაქო სექტორის მოთხოვნის ლეგიტიმურობას ადასტურებს 
ევროპის საბჭოს ექსპერტების სამართლებრივი დასკვნაც. გუშინ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“  არ შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. საბჭო მიიჩნევს, რომ "ოცნების" პარლამენტის მიღებული კანონი აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და იწვევს ადამიანის უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას. დასკვნაში დასახელებულია რვა სხვადასხვა მიზეზი, მათ შორისაა სანქციის სიმკაცრე.

 

მსგავსი სიახლეები