ირაკლი კუპრაძე: "ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი რუსულია
"ოცნების"მიერ მიღებული ყველა კანონი რუსულია, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე არასამთავრობოების წინააღმდეგ კუპრაშვილის უწყების მიერ დაწყებულ მოკვლევას.
მისი თქმით, ასეთი კანონები ზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას, აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და მათი გაუქმება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ყველა კანონი არის რუსული კანონი თავისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე. თითოელი ეს კანონი ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას და დემოკრატიას ამ ქვეყანაში. მათ შორის აფერხებს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს, ოღონდ "ქართული ოცნების" პირობებში არ გაუქმდება. უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ახალმა კოალიციურმა, პროდასავლურმა მთავრობამ უნდა გააუქმოს რუსული კანონები, რომელიც ივანიშვილმა შემოიღო საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სასამართლლოში სარჩელი შევიდა. არასამთავრობოები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს. საქმე აგენტების შესახებ კანონს ეხება.
მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ კუპრაშვილის მიერ მიღებული აქტით ბიუროს მიცემული უფლებამოსილებები კანონში განსაზღვრულს სცდება და არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს.
სამოქალაქო სექტორის მოთხოვნის ლეგიტიმურობას ადასტურებს
ევროპის საბჭოს ექსპერტების სამართლებრივი დასკვნაც.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.