„ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ხელწერა“ - ბესელია აგენტების შესახებ კანონზე
ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ხელწერა, ასე რუსეთში იქცევიან , - ასე აფასებს "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია აგენტების შესახებ კანონს, რომლის ფარგლებშიც კუპრაშვილის უწყებამ მესამე სექტორის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იმავე გზას მიუყვება, რასაც რუსეთი, რადგან „აგენტების კანონის“ მსგავსი ნორმები არღვევს კონსტიტუციას, საერთაშორისო პრინციპებს და პირდაპირ სამოქალაქო სექტორზე შეტევას წარმოადგენს.
ეს არის ერთი გეგმის ნაწილი, იმიტომ, რომ იმ კანონით რეგისტრაციის მოთხოვნა, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის ფარა, რომელთან დაკავშირებითაც არის ძალიან კრიტიკული შეფასება, კრიტიკული დასკვნა, მსგავის იყო რუსული კანონის, ანუ აგენტების თაობაზე კანონი, რომელიც მიიღეს. ეს ერთი და იგივე ხელწერაა. არღვევს კონსტიტუციას, არღევეს საერთაშორისო პრინციპებს და ეს არის პირდაპირ შეტევა სამოქალაქო სექტორის მიმართ. ეს არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ხელწერა, ასე რუსეთში იქცევიან და ამ გზას მიყვება, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება", - ამბობს ეკა ბესელია.
ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სასამართლლოში სარჩელი შევიდა. არასამთავრობოები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს. საქმე აგენტების შესახებ კანონს ეხება.
მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ კუპრაშვილის მიერ მიღებული აქტით ბიუროს მიცემული უფლებამოსილებები კანონში განსაზღვრულს სცდება და არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს.
სამოქალაქო სექტორის მოთხოვნის ლეგიტიმურობას ადასტურებს
ევროპის საბჭოს ექსპერტების სამართლებრივი დასკვნაც.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.