თამთა მიქელაძე: „საბოტაჟის“ ბრალდება აბსურდულია და NGO-ების პარალიზებას ემსახურება

27.08.25 13:57
თამთა მიქელაძე: „საბოტაჟის“ ბრალდება აბსურდულია და NGO-ების პარალიზებას ემსახურება

„სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მესამე სექტორის მიმართ საბოტაჟის ბრალდებას აბსურდს უწოდებს. ამის შესახებ ის სოცლაირ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ პრაქტიკულად ნიშნავს მათი ინსტიტუციური და ფინანსური პარალიზებას და ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების გაჩერებას. მიქელაძის განცხადებით, ეს ნაბიჯი ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციას და ვიზალიბერალიზაციის პროცესის საბოტაჟს წარმოადგენს.

მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ შეწუხებული იმით, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავს.
დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა.

 

თუმცა საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დაიყადაღა.
ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ.
ამასთან, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.

 

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართლობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით. 
 

ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა "ქართული ოცნების" მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი, - წერს თამთა მიქელაძე. 

7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.

 

მსგავსი სიახლეები