არის თუ არა საგარეჯოში ნაპოვნი წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილი? - ექსპერტიზის შედეგი ცნობილია

27.08.25 14:42
არის თუ არა საგარეჯოში ნაპოვნი წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილი? - ექსპერტიზის შედეგი ცნობილია

ექსპერტიზით დადასტურდა, რომ საგარეჯოში ნაპოვნი წერილი ნამდვილად თორნიკე რიჟვაძის დაწერილია - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა.

აფციაურის თქმით, კალიგრაფიული ექსპერტიზის შედეგები რამდენიმე დღის წინ გადაეცა.

ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი დაწერილი ბატონი რიჟვაძის მიერ - ექსპერტიზის დასკვნა მასალებთან ერთად გადმომეცა, როდესაც გამიცვალეს მტკიცებულებები. ეს იყო რამდენიმე დღის წინ. კალიგრაფიული ექსპერტიზაა ეს და დადასტურდა, რომ ეს თორნიკე რიჟვაძის ხელწერაა", - განაცხადა ლალი აფციაურმა. 

  • ცნობისთვის, სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა, სადაც დაწერა, რომ მას "ბარიგობას" აბრალებენ და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.  

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები