ოკუპანტები ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ, ხნულებს ანახლებენ
სოფელ ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ, რუსი ოკუპანტები ხნულებს ანახლებენ. ამის შესახებ "ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. საკუთარ "ფეისბუქ" პოსტში დავით ქაცარავა ყურადღებას ოკუპანტების ავტობანზე ამოსვლის საშიშროებაზე ამახვილებს.
ამ წუთებში რუსები ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ, ხნულებს ანახლებენ.
ერთ დღეს არ გაგვიკვირდეს, ორკები ავტობანზე რომ ამოვლენ, - წერს ქაცარავა.