თორნიკე რიჟვაძეს დაუნიშნეს 2-თვიანი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, ასევე კვირის ბოლოს გაუკეთებენ ოპერაციას - ალექსი ახვლედიანი
ჰქონდა თუ არა ალექსი ახვლედიანს თორნიკე რიჟვაძესთან თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ კომუნიკაცია - კაცი, რომლის სახლშიც აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა სცადა, ამბობს, რომ რიჟვაძეს 2-თვიანი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა უტარდება და ყოველგვარი კომუნიკაცია აკრძალული აქვს - "მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება"
ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ასევე ესაჭიროება თვალზე ოპერაცია, რომელისაც კვირის ბოლოს გაუკეთებენ.
მასთან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც იმიტომ, რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს 2-თვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს და ბოლო ინფორმაციით, ალბათ, კვირის ბოლოს, როგორც გითხარით მიუნხენის პრობლემა თვალის, მან უფრო გამწვავება გამოიწვია, ეტყობა ამ სტრესის შემდეგ და ალბათ, ამ დღეებში, კვირის ბოლოს იქვე თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას.
იქ ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება როგორც ვიცი, აუკრძალეს ამ 2-თვიანი კურსის დასრულებამდე ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.