მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო ნარკოლოგიურ ცენტრს ხელმძღვანელი აღარ ყავს
"ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო ნარკოლოგიურ ცენტრს ამ ეტაპზე, ხელმძღვანელი აღარ ყავს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს ლევან ჩაკვეტაძესთან დაპირისპირებას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობის დატოვება უფრო ადრე, თავად მოისურვა, თუმცა "ოცნების" მინისტრის თხოვნით, მიმდინარე რეფორმის დასრულებამდე ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე დარჩა.
სამწუხაროდ მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ეტაპის დასრულებამდე, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე. დასრულდა და რასაკვირველია, მეც მომიწია ჩემი პირობის შესრულება.
მისი მოტივაცია ამასთან დაკავშირებით, ზუსტად გამიჭირდება ამის თქმა და არც კორექტული იქნება, რომ ამის თაობაზე მე ვისაუბრო, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ბუნებრივია, რომ ამას პატივი უნდა ვცე.
თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ის რამენაირად შეიძლება არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას, ეს რა თქმა უნდა არ შეეფერება სინამდვილეს იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვისხედით, ერთად ვგეგმავდით, ერთად ვასრულებდით იმას, რასაც ჰქვია ეს წარმატებული რეფორმა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ლევან ჩაკვეტაძემ ნარკოლოგიურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
გიორგი ჩაკვეტაძის ძმა ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და სწორედ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა ახალი, ჩანაცვლების თერაპიის პროგრამა ბენეფიციარებისთვის, რომლის მიხედვითაც წამლის მიწოდების სერვისი სახელმწიფომ სრულად საკუთარ თავზე აიღო.
ეს იყო ის პროგრამა, რომელსაც ნარკოლოგები ეჭვის თვალით უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ პროგრამა უშედეგო იქნებოდა და ბენეფიციარებს დააზიანებდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მთელს ქვეყანაში 19 ფილიალს ფლობს და მისი ბიუჯეტი 18 მილიონია.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.