მომჩივანი მხოლოდ ივანიშვილია! - დაპირისპირება ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის სასამართლოზე

12.10.21 16:12
მომჩივანი მხოლოდ ივანიშვილია! - დაპირისპირება ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის სასამართლოზე

ხმაური და დაპირისპირება ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმის განხილვისას - სხდომათა დარბაზში დღეს ბრალდებულები პროკურორს დაუპირისპირდნენ.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო მბრალდებელი პოლიტიკურ დავალების შესრულებაში და უცოდინრობაში დაადანაშაულეს. 

ხმაური საქმის პროკურორის, სალომე ჩიქობავას მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებულმა რეპლიკამ გამოიწვია:  „თქვენ შეგიძლიათ, ყველანაირი ტყუილი თქვათ".

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ პროკურორებს, უცოდინრები და "საბჭოთა მენტალური პროკურორები" უწოდა. ბრალდებულმა მტკიცებულებების წარდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვა. 

დაგიდოთ ახლა ფაქტები, რომ მილიარდი ლარის ზარალი მიაყენეთ ბანკის აქციონერებს?.. მაჩვენეთ ამ საქმეზე მომჩივანი და დაზარალებული. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ჰყავს ამ საქმეს მომჩივანი... შენ გამოდიხარ ახლა და მსოფლიო ბანკს იცავ ჩემ წინაშე? შენ რომ კანონს იცავ, იმ ქვეყანას რა ვუთხარი",- მიმართა ხაზარაძემ პროკურორს.

სასამართლო პროცესზე დღეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გამოიკითხა, მან პირდაპირ თქვა, რომ 11 წლის წინ, მისმა სამსახურმა ეს ტრანზაქცია გადაამოწმა და საეჭვო ვერაფერი ნახა. 

თავის მხრივ პროკურორმა ქადაგიძეს კვალიფიკაცია დაუწუნა. მისი თქმით, მოქმე მიკერძოებული იყო, ჩვენება კი არაფრის მომცემი. 

აღნიშნული მოწმის ჩვენება არაფრის მომცემი იყო. აღნიშნულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე თავის მოსაზრებებს გამოთქვამდა. მისი ჩვენება იყო მიკერძოებული, არაფრისმომცემი, არარელევანტური იყო, რადგან მხოლოდ შეფასებებს იძლეოდა და ეს შეფასებები სასამართლოსთვის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მისი შეფასებები ასევე არაკვალიფიციური იყო, მას თანამდებობის პერიოდში არაერთი საქმე შევახსენეთ, როცა ხდებოდა სანქცირებული პირების მიერ მილიონობით და ასი მილიონობით ლარის, დოლარის გადარიცხვა და ამ ოპერაციებში შეინიშნებოდა უკანონო შემოსავლის ნიშნები, თუმცა, მას, როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს არანაირი ქმედითი ღონისძიება ამ ფაქტებთან მიმართ არ განუხორციელებია",- განაცხადა  არჩილ ტყეშელაშვილმა.

"ტვ პირველის" კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ქადაგიძის პასუხისგებაში მიცემ, პროკურორი დაიბნა და ისევს ქადაგიძის "არაკომპეტენტურობაზე" დაიწყო საუბარი". 

მისი პასუხები გამოკვეთავდა მის არაკომპეტენტურობას "ფულის გათეთრების" დარგებთან მიმართებაში. შესაბამისად, მისი ჩვენება ამ ნაწილში მიკერძოებული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და არასანდო იყო",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები